Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ავღანეთში ამ ქვეყნის ჯარის რაოდენობის გაზრდას და მისიის გაგრძელებას


გერმანიის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა ავღანეთში დამატებით 850 სამხედროს გაგზავნას და მისიის ერთი წლით გაგრძელებას. ახლა გერმანიას ავღანეთში 4 500-იანი ჯარი ჰყავს. მისი კონტინგენტი ამ ეტაპზე სიდიდით მესამეა, აშშ-ის და ბრიტანეთის შემდეგ. გადაწყვეტილებას პარლამენტის ფართო მხარდაჭერა მოჰყვა, თუმცა გამოკითხვებით, მოსახლეობაში ეს მისია არაა პოპულარული.
XS
SM
MD
LG