Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი საფრანგეთში სახელმწიფო ვიზიტს იწყებს


დღეს იწყება რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტი საფრანგეთში. ვიზიტის მიზნად სახელდება ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების განმტკიცება. ორი ქვეყანა მასპინძლობს რიგ კულტურულ ღონისძიებებს, რომელთაც „საფრანგეთში რუსეთის წელიწადს“ და „რუსეთში საფრანგეთის წელიწადს“ უწოდებენ. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი რუს კოლეგას პარიზის ელისეს სასახლეში უმასპინძლებს. დაგეგმილია ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის, ევროპული უსაფრთხოების საკითხებით გამოწვეული შეშფოთებისა და მოსკოვის მიერ საფრანგეთისაგან საბრძოლო ხომალდ „მისტრალის“ დაგეგმილ შეძენაზე საუბარი. რუსეთის მიერ „მისტრალის“ შეძენის გეგმა შეშფოთებას იწვევს საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებში. გეგმას აკრიტიკებს შეერთებული შტატებიც.
XS
SM
MD
LG