Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტის პარტიამ გაიმარჯვა


ტაჯიკეთში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ხმების 71,7 პროცენტი ერგო პრეზიდენტ ემომალი რახმონის სახალხო-დემოკრატიულ პარტიას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს ასევე ოპოზიციურმა ისლამური აღორძინების პარტიამ (ხმების 7,74 პროცენტი) და მთავრობის მხარდამჭერმა კომუნისტურმა პარტიამ (7,22 პროცენტი). კომისიის ცნობით, ათი დღე დასჭირდება შედეგების შემოწმებას. კომისიის განცხადებაში არ არის ნათქვამი, ხმების რამდენი პროცენტის დათვლას ეფუძნება წინასწარი შედეგები.
XS
SM
MD
LG