Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარიშხალმა ევროპაში 59 ადამიანი შეიწირა, მათი უმრავლესობა საფრანგეთში


ქარიშხალმა და წყალდიდობამ დასავლეთ ევროპაში, სულ ცოტა, 59 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. ქარიშხალი, რომელსაც „ქსინტიას“ უწოდებენ, კვირას დილით დაატყდა საფრანგეთს, დატბორა ნავსადგურები, დაანგრია სახლები და ელექტრომომარაგების გარეშე დატოვა მილიონზე მეტი ოჯახი. საფრანგეთში მსხვერპლის რიცხვი 48 აღწევს. ქარიშხალმა დააზარალა ბელგია, პორტუგალია, ესპანეთი და გერმანის ზოგი რეგიონიც.
XS
SM
MD
LG