ავღანეთში დღეს სხვადასხვა იერიშის შედეგად ოთხი უცხოელი ჯარისკაცი და ხუთი ავღანელი დაიღუპა. ნატოს მიერ მართული მრავალეროვანი ძალების განცხადებით, მისი ორი ჯარისკაცი დასავლეთ ავღანეთში, ერთი კი სამხრეთში დაიღუპა ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული იერიშებისას. კოალიციის ინფორმაციით, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეიწირა სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაართან მოწყობილმა იერიშმა. ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ აგრეთვე, რომ თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ავღანელი სამოქალაქო პირი.
ყველაზე პოპულარული
1