Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი გამოდის მოწოდებით ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ


ჩინეთის განცხადებით, ჯერ კიდევ შესაძლებელია მოლაპარაკებების გაგრძელება ირანის ბირთვული პროგარმის გარშემო დაპირისპირების მოსაგვარებლად. ამ შინარსის განცხადება ჩინეთის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა გააკეთა. მანამდე კი რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გამოთქვა მოსკოვის მზადყოფნა, განიხილოს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები ურანის გამდიდრების შეჩერების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნაზე თეირანის უარის გამო. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანი ურანის გამდიდრებაზე მუშაობს ბირთვული იარაღის დასამზადებლად. ირანი ამ ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებეს ემსახურება. პეკინი ეწინააღმდეგება ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, ისევე როგორც მოსკოვი. თუმცა, მედვედევმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის სანქციების შემოღების განსახილველად, თუ მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდება.
XS
SM
MD
LG