Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა შესაძლოა, მხარი დაუჭიროს „სამხრეთის ნაკადს“


ევროკავშირის განცხადებით, მან შესაძლოა მხარი დაუჭიროს რუსეთის გაზსადენის პროექტს, „სამხრეთის ნაკადს“, ისევე როგორც მის მეტოქე „ნაბუკოს“ ენერგომომარაგებაზე მზარდი მოთხოვნის გამო. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გუნტერ ოტინგერმა ბულგარეთში ენერგეტიკულ ფორუმთან დაკავშირებით ვიზიტისას. ოტინგერის შეფასებით, სამხრეთის ნაკადით შესაძლებელია ევროპაში გაზის იმპორტის მოცულობის გზრდა და „მომარაგების ქსელის ახალი ინფრასტრუქტურის“ შექმნა. ოტინგერის ამ განცხადების ფონია ინფორმაცია, რომ რუსეთმა და ხორვატიამ დღეს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „სამხრეთის ნაკადის“ პროექტთან ხორვატიის მიერთების შესახებ. რუსეთის საინფორმაციო საშაულებების ცნობით, შეთანხმებას მოსკოვში გამართული მოლაპარაკებებისას მოაწერეს ხელი რუსეთისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებმა, ვლადიმირ პუტინმა და იადრანკა კოსორმა.
XS
SM
MD
LG