Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში საარჩევნო უბნებზე მოწყობილმა აფეთქებებმა შვიდი ჯარისკაცი შეიწირა


სულ ცოტა, შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელების მიერ მოწყობილი აფეთქებების შედეგად ბაღდადის საარჩევნო უბნებში, სადაც უკვე დაიწყო კენჭისყრა 7 მარტის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, ორმა თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო აფეთქებები საარჩევნო უბნებად გადაკეთებულ სკოლებთან, სადაც ჯარისკაცები და პოლიციელები იყვნენ მისულები ხმის მისაცემად. დღეს, უფრო ადრე, სულ ცოტა, ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა აფეთქების შედეგად საარჩევნო უბანთან, რომელიც 7 მარტს უნდა გამოიყენონ არჩევნებისთვის. მოსალოდნელია, რომ მეამბოხეები არჩევნების მთავარი დღის მოახლოებასთან ერთად გაახშირებენ იერიშებს, პროცესისთვის ხელის შეშლის იმედით. არჩევნების ორგანიზატორები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ დღეს დაწყებულ ადრეულ კენჭისყრაში 800 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას - ისინი, ვინც კვირას ვერ შეძლებს საარჩევნო უბნებზე მისვლას. 7 მარტის საპარლამენტო არჩევნები რიგით მეორეა, რომელიც 2003 წელს ერაყში სადამ ჰუსეინის ხელისუფლების დამხობის შემდეგ ტარდება.
XS
SM
MD
LG