გერმანიაში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ოთხ მამაკაცს, რომლებიც გერმანიაში შეერთებული შტატების ობიექტების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს ამზადებდნენ. მსჯავრდებულებს შორის არიან ორი გერმანელი, რომლებმაც ისლამი მიიღეს, გერმანიის წარმოშობით თურქი მოქალაქე და თურქეთის ერთი მოქალაქე. მათგან ორს 12-12 წლით პატიმრობა მიესაჯა, ერთს 11, მეოთხეს კი 5 წლით პატიმრობა. ოთხივე პირი 2007 წელს დააკავეს. 10-თვიანი სასამართლო პროცესის განმავლობაში მათ აღიარეს, რომ აპირებდნენ გერმანიაში შეერთებული შტატების მოქალაქეებსა და ობიექტებზე იერიშების მოწყობას.
ყველაზე პოპულარული
1