Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა ირაკლი ალასანიას მხარდაჭერა გამოუცხადა


საზოგადოებრივმა გაერთიანება “ქართულმა აკადემიამ” 24 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, თბილისის მერობის კანდიდატად “ალიანსის საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია დაასახელა. ”ქართული აკადემიის” წარმომადგენლის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, დღეიდან თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი იქნება ირაკლი ალასანია, რაც სხვა პოლიტიკურ პარტიებს მისცემს იმაზე დაფიქრების საშუალებას, რომ გამარჯვებას ბრძოლა სჭირდება და არა დაუსრულებელი კონსულტაცია.
XS
SM
MD
LG