Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას აპირებენ


უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა დღეს პირობა დადეს, რომ გააუმჯობესებენ ურთიერთობას, რომელიც უკრაინის წინა, პრო-დასავლური პრეზიდენტის მმართველობისას დაიძაბა. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დღეს მოსკოვში რუს კოლეგა დმიტრი მედვედევთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ „უკრაინის ახალი ხელისუფლება შეცვლის ურთიერთობას რუსეთთან და ის არასოდეს უნდა იყოს ისეთი, როგორიც იყო ბოლო ხუთი წლის მანძილზე“. იანუკოვიჩი პირველად ეწვია რუსეთს გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ. მოსკოვში მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის ასახელებენ გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ კონტრაქტებს. მოსკოვში გამგზავრებამდე იანუკოვიჩი, პრეზიდენტის რანგში უცხოეთში პირველი ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია.
XS
SM
MD
LG