Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ორ თვეს აძლევს რუს პილოტებს ირანიდან გასამგზავრებლად


ირანი აუქმებს კონტრაქტებს რუს პილოტებთან, რომლებიც ირანში მუშაობენ. ირანის საინფორმაციო სააგენტო "ფარსის" ცნობით, ტრანსპორტის სამინისტრომ რუსებს ორთვიანი ვადა მისცა ირანიდან გასამგზავრებლად. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა იანვრის ინციდენტს, როცა რუსული წარმოების თვითმფრინავს, ირანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მიწაზე დაშვებისას, ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. თეირანის ამ ნაბიჯის ფონია რუსეთ-ირანის ურთიერთობაში დაძაბულობა იმის გამო, რომ რუსეთი აყოვნებს თეირანისთვის S-300 ტიპის სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას. შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ირანის ხელში იყოს ასეთი სარაკეტო სისტემები. რუსეთმა გასულ თვეში განაცხადა, რომ იარაღს არ გაყიდის, თუ ეს დესტაბილიზაციას გამოიწვევს რომელიმე რეგიონში.
XS
SM
MD
LG