Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ორი ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს


ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავღანეთში ორი ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ერთი ჯარისკაცი დღეს გარდაიცვალა ჰელმანდის პროვინციაში პატრულის წინა დღით მოწყობილი იერიშისას მიღებული ჭრილობების შედეგად. მეორე ჯარისკაცი იმავე რეგიონში აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამ ცნობის ფონია ბრიტანეთის პერმიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის მოულოდნელი ვიზიტი ავღანეთში. ავღანეთში 10 000-მდე ჯარისკაცია განთავსებული. მათი უმრავლესობა ჰალმანდის პროვინციაში თალიბებთან ბრძოლაში მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG