ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ხვალ მეზობელ ავღანეთს ეწვევა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან შესახვედრად. საინფორმაციო სააგენტო "მეჰრის" ცნობით, საქმე ეხება აჰმადინეჟადის პირველ ვიზიტს ავღანეთში მას შემდეგ, რაც ის და კარზაი, თავ-თავიანთ ქვეყნებში, გასულ წელს მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტებად. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აჰმადინეჟადი კარზაიმ მიიწვია. ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობის გააქტიურებას ემსახურება.
ყველაზე პოპულარული
1