Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ვიცე-პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების მიზნით


აშშ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების მიზნით. სამდღიანი ვიზიტი ითვალისწინებს ბაიდენის შეხვედრებს ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ოპოზიციის ლიდერ ციპი ლივნისთან, ისევე როგორც პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან და პრემიერ-მინისტრ სალამ ფაიადთან. დღესვე გავრცელებული ცნობით, ისრაელმა დაამტკიცა გადაწყვეტილება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ებრაულ დასახლებაში 112 ახალი სახლის აშენების შესახებ მაშინ, როცა პალესტინელთა ლიდერები გასულ კვირაში დათანხმდნენ შეერთებული შტატების შუამავლობით ისრაელთან მოლაპარაკების დაწყებას. პალესტინელებისა და ისრაელის მოლაპარაკებები ერთი წლის წინ შეწყდა.
XS
SM
MD
LG