Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებებმა სამხრეთ-დასავლეთ ავღანეთში 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა


ავღანეთში გზის პირას ჩადებულ ბომბზე აფეთქდა მანქანა, რის შედეგადაც ათი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქება გუშინ მოხდა სამხრეთ-დასავლეთ ავღანეთში მდებარე ბადღისის პროვინციაში. კიდევ ერთი სამოქალაქო პირი, აგრეთვე ერთი პოლიციელი დაიღუპნენ ამავე რეგიონში მოწყობილი სხვა აფეთქების შედეგად. თალიბები ხშირად იყენებენ კუსტარულ ასაფეთქებელ მოწყობილობებს გზის პირას ჩასადებად და სამხედრო ძალების, ან სხვა სამიზნეების წინააღმდეგ მიმართული აფეთქებების მოსაწყობად.
XS
SM
MD
LG