Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს


ჟენევაში მიმდინარეობს მოლაპარაკებათა მორიგი შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ახალი ხლეშეკრულების თაობაზე. დოკუმენტმა უნდა შეცვალოს 1991 წელს ხელმოწერილი „სტრატის“ შეთანხმება, რომელსაც წლის დეკემბერში გაუვიდა მოქმედების ვადა. მხარეები აცხადებენ, რომ ტექსტის შეთანხმებას ბევრი არაფერი უკლია. თუმცა, მოსკოვში არ მალავენ, რომ შეშფოთებულნი არიან შეერთებული შტატების გეგმით, შექმნას ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი ფარი. რუსეთი მოითხოვს შეთანხმებას დაემატოს დებულება, შეთანხმებიდან გამოსვლაზე, თუკი მოსკოვი ჩათვლის, რომ ამერიკული ანტისარაკეტო ფარის შექმნა ევროპაში საფრთხეს წარმოადგენს. სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ არსებული წინა შეთანხმება ადგენს ორი ზესახელმწიფოს ბირთვული არსენალის ზღვრულ რაოდენობას, თითოეულისათვის 1500-დან 1675 ერთეულამდე. მოლაპარაკებათა ახალი რაუნდი აპრილის პირველ რიცხვებამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG