Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მიერ ქართული პროდუქციისთვის დაწესებული ემბარგოს გაუქმებას თბილისი დადებითად შეხვდება


რუსეთის მიერ ქართული პროდუქციისთვის დაწესებული ემბარგოს გაუქმებას თბილისი დადებითად შეხვდება - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერი დამატებითი ბაზრის მოპოვება ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია და არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს რუსეთის, თუ სხვა ქვეყნების ბაზარი. ამასთან, ბაინდურაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის შემთხვევაში გასათვალისწინებელია მაღალი რისკი, რომელიც ამ ქვეყნის პოლიტიკას ახასიათებს.
XS
SM
MD
LG