Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფორბსის" სიის მიხედვით, მსოფლიოში მილიარდერების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა


მსოფლიოში მილიარდერების რიცხვი 1011-მდე გაიზარდა, რაც თვალშისაცემი მატებაა შარშანდელ 793-თან შედარებით. ინფორმაცია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების შესახებ მოყვანილია ჟურნალ „ფორბს მეგეზინში“. ფორბსის ყოველწლიური სიის მიხედვით, ყველაზე მეტი მილიარდერი კვლავაც შეერთებულ შტატებშია - 403, აზიაში მილიარდერების რიცხვი თითქმის გაორმაგდა და 234 მიაღწია. სიაში მოხვდა 62 რუსი, რომელთა უმრავლესობაც სიაში დაბრუნდა ეკონომიკური კრიზისის შედეგად მისი დატოვების შემდეგ. "ფორბსის" მონაცემებით, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია მექსიკელი კარლოს სლიმი 53,5 მილიარდი დოლარით. სიაში საქართველო ერთხელ არის მოხსენიებული - როგორც ქვეყანა, რომელშიც ბორის ივანიშვილი ცხოვრობს, რუსეთის მოქალაქე. მას 4,8 მილიარდი დოლარი აქვს და "ფორბსის" სიაში 167-ე ადგილზეა.
XS
SM
MD
LG