ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის წლევანდელ ეროვნულ პროგრამაზე დღეს ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში იმსჯელებენ. ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეიკრიბება, ეროვნულ პროგრამას ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე გააცნობს. ამავე სხდომაზე სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ნატოს წარმომადგენლებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას წარუდგენს. ალიანსის დელეგაციას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე კლაუდიო ბიზონიერო უხელმძღვანელებს.
ყველაზე პოპულარული
1