Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო: ბირთვული იარაღი ჯერ კიდევ საჭიროა შეჩერებისთვის


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ბირთვული არსენალების შემცირება უნდა მოხდეს წონასწორობის პირობებში, მაგრამ ბირთვული იარაღი კვლავ საჭიროა „შეჩერების“ მიზნით. ვარშავაში საერთაშორისო კონფრენეციაზე, რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატოს სჭირდება განავითაროს ანტისარაკეტო სისტემა, როგორც „შეჩერების“ საშუალება და შეეცადოს დაარწმუნოს მოსკოვი, რომ ალიანსი რუსეთს არ უქმნის საფრთხეს. რასმუსენი ვარშავაში სტუმრობდა ნატოს ახალი სტრატეგიული ზომების გამოსაცხადებლად.
XS
SM
MD
LG