შაბათს საღამოს საქართველოში პანიკა გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იმედმა“ ეთერში გაუშვა დადგმული „სპეციალური რეპორტაჟი საქართველოში რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში მოვლენების შესაძლო განვითარების თაობაზე“. რეპორტაჟში იტყობინებოდნენ, თითქოს სამხრეთ ოსეთის ლიდერის, ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ განხორციელდა ტერაქტი, რის შემდეგაც რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ტელეკომპანიამ გაავრცელა ცნობები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაღუპვისა და ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით ახალი ეროვნული მთავრობის შექმნის შესახებ. ტელეკომპანია „იმედმა“ სიუჟეტი წარადგინა როგორც „შესაძლო მოვლენების იმიტაცია“, მაგრამ მაყურებლების უმეტესობას ეს წარდგენა არ მოუსმენია. შეშინებული ხალხი ქუჩებში გავიდა. გაითიშა მობილური სატელეფონო ქსელები. მოგვიანებით, როცა გაირკვა რომ საქმე იმიტაციას ეხებოდა, პანიკა საპროტესტო განწყობამ ჩაანაცვლა. ტელეკომპანია „იმედის“ ოფისთან გაიმართა სპონტანური აქცია, რომელშიც პოლიტიკოსებმაც მიიღეს მონაწილეობა. პროცესებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი - მისი პრეს-სპიკერი, მანანა მანჯგალაძე, შაბათს ორჯერ გამოვიდა გადაცემის კრიტიკის შემცველი განცხადებით. ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ჰოლდინგის დირექტორმა, გიორგი არველაძემ, როიტერის სააგენტოს უთხრა, რომ სიუჟეტის მიზანი იყო იმ „რეალური საფრთხის“ ჩვენება, რომელიც მოვლენების შესაძლო განვითარებას სდევდა თან.
ყველაზე პოპულარული
1