რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ”იმედის” იმიტირებულ რეპორტაჟს საქართველოში რუსეთის შეჭრის შესახებ, უპასუხისმგებლო და ამორალური უწოდა. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ნესტერენკოს შეფასებით, ”იმედის” ეს აქცია უპირველეს ყოვლისა, თავად საქართველოს საზოგადოების მიმართაა ამორალური. ნესტერენკოს განცხადებით, სკანდალური გადაცემისადმი დადებითი დამოკიდებულება თავად საქართველოს პრეზიდენტს არ დაუმალავს. რუსმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ინციდენტს პრინციპულად შეაფასებს. ”იმედის” რეპორტაჟის გამო, სააგენტო რია-ნოვოსტიმ დღეს კომენტარი სთხოვა ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის. მისი განცხადებით, ალიანსი ამ თემაზე პოზიციის გამოხატვას არ აპირებს.
ყველაზე პოპულარული
1