Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის განცხადებით, ქართული მაფიის წევრობაში ეჭვმიტანილებზე მოდის ვენაში ბინების გაძარცვის დიდი ნაწილი


ავსტრიის განცხადებით, ქართველების მაფიური, ევროპის მასშტაბით მოქმედი ქსელის წევრობაში ეჭვმიტანილ პირებზე მოდის ვენაში ბინების გაძარცვის, სავარაუდოდ, მესამედი. ეს განცხადება სამშაბათს გაკეთდა. მანამდე კი, ორშაბათს, ესპანეთმა გაავრცელა განცხადება, რომ კოორდინაცია გაუწია რეიდების მთელს სერიას ევროპაში. გერმანიის პოლიციის ცნობით, რეიდების შედეგად 17 ადამიანი დააპატიმრეს. ავსტრიის პოლიციამ 48 ადამიანი შეიპყრო, მათ შორის ორი მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, მაფიური დაჯგუფების ლიდერებს მიეკუთვნება. ესპანეთში პროკურორ ანტონიო სალინას კასადოს განცხადებით, ქართული კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობაში ეჭვმიტანილმა პირმა გაქცევა შეძლო საბერძნეთის პოლიციის მხრიდან არასამკარისი თანამშრომლობის შედეგად. როგორც კასადომ დღეს ბარსელონაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა. მას დახურულად ვერ ჩავთვლით, რადგან ჯერ არ დაგვიკავებია ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი მსოფლიოს მასშტაბით. დავაპატიმრეთ ევროპელი ხელმძღვანელი, კახაბერ შუშანაშვილი. მსოფლიო მასშტაბით ლიდერია მისი ძმა, ლაშა“.
XS
SM
MD
LG