Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიამ ვენესუელას სამხედრო სფეროში დახმარება შესთავაზა


ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დახმარება შესთავაზა ვენესუელას მისი სამხედრო ძალების გასაძლიერებლად. სამშაბათს, სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში სტუმრობისას, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა გაუზიაროს მასპინძლებს ინტეგრირებული თავდაცვის სისტემების სფეროში გამოცდილება. ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ინტერესი გამოხატა ბელორუსიის სარადარო და ანტისარაკეტო სისტემების მიმართ.
XS
SM
MD
LG