Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმმართველობის არჩევნების თარიღად 30 მაისი განისაზღვრა


საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა ოფიციალურად ამოქმედების შემდეგ, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად 30 მაისი განისაზღვრა. ”ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას, პირველ ყოვლისა, ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის სწორად დაგეგმვის საშუალება ჰქონდეთ” - განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერობის კანდიდატს მმართველი პარტია ოფიციალურად დაასახელებს კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე, ანუ 30 მარტს. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ალბათ, ყველას გაუკვირდება, თუ ეს კანდიდატი მოქმედი მერი არ იქნება. დღესვე ცსკ-ის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 30 მაისს ჩატარების ბრძანებას პრეზიდენტი 31 მარტამდე გამოსცემს, რის შემდეგაც კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება.
XS
SM
MD
LG