Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაი ეიდე: პაკისტანში მომხდარმა დაპატიმრებებმა გაეროს და თალიბანის საიდუმლო კონტაქტები შეწყვიტა


ავღანეთში გაეროს ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ პაკისტანში ახლახან თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლების დაპატიმრებამ გაეროსა და მეამბოხეებს შორის საიდუმლოდ მიმდინარე მოლაპარაკებების შეწყვეტა გამოიწვია. BBC-სთვის ნორვეგიაში მიცემულ ინტერვიუში კაი ეიდემ თქვა, რომ თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან საიდუმლო კონტაქტები „მიახლოებით გასულ წელს“ დაამყარა. ეიდემ - რომელმაც თავისი მისია ამ თვეში დაასრულა - ასევე განაცხადა, რომ თალიბანთან ურთიერთობისთვის ახლა მრავალი არხი არსებობს - მათ შორის ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან. მისი აღწერით, საწყის სტადიაზე თალიბანთან კონტაქტები „მოლაპარაკებების შესახებ მოლაპარაკებას“ წარმოადგენდა.
XS
SM
MD
LG