Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში ერდოანის განზრახვას საპროტესტო აქციით უპასუხეს


სტამბოლში ას ადამიანზე მეტი, ძირითადად უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რეჯეპ ტაიპ ერდოანის განზრახვის საწიდაანღმდეგოდ, გაასახლოს ქვეყნიდან დაახლოებით ასი ათასი სომეხი. ასეთი განცხადება ერდოანმა გასულ კვირაში გააკეთა ლონდონში, ბრიტანულ კომპანია „ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში. ექსპერტების თქმით, ერდოანის მუქარა არის რეაქცია დასავლეთის ქვეყნებზე, რომელთა კანონმდებლებმა „გენოციდი“ უწოდეს სომეხთა მასობრივ მკვლელობას ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს.თუმცა, შაბათს მასობრივი ინფორმაციის საშუელაბებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ედროანი არ აპირებს დაუყოვნებლივ დაიწყოს ქვეყნის ტერიტორიიდან სომხების გასახლება.
XS
SM
MD
LG