Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში გაიმართა დემონსტრაცია ერაყიდან ჯარის გაყვანის მოთხოვნით


21 მარტს, ერაყში ამერიკის სარდლობით განხორციელებული ინტერვენციიდან მეშვიდე წლისთავზე, ვაშინგტონში გაიმართა ომის საწინააღმდეგო მრავალათასიანი დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები ერაყიდან და ავღანეთიდან ამერიკის ჯარების დაუყოვნებლივ გამოსვლას მოითხოვდნენ. რვა დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის აქტივისტი სინდი შიჰანი, რომელმაც თეთრი სახლის კედელთან კუბო დადგა. წლევანდელი დემონსტრაცია ხალხის რაოდენობით გაცილებით ჩამორჩებოდა 2006-2007 წლების გამოსვლებს, როდესაც ვაშინგტონის ქუჩებში ათეულათასობით ადამიანი გამოვიდა.
XS
SM
MD
LG