Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტული პარტიის ორგანიზებით ოპოზიციის ნაწილი იკრიბება


ლეიბორისტული პარტიის ორგანიზებით ხვალ, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ოპოზიციური შეკრება გაიმართება, თუმცა შეხვედრას ოპოზიციის მხოლოდ ერთი ნაწილი დაესწრება. „ლეიბორისტებმა“ ოპოზიციას ქვეყნაში არსებული კრიზისიდან გამოსავლის ძიებისთვის კოორდინირებული მუშაობა გასულ კვირას შესთავაზეს და შეკრებაში მონაწილეობისთვის მოწვევა ყველა პოლიტიკურ პარტიას დაუგზავნეს. ახალი ამბებსი სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თქმით, შეკრებას „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“ არ დაესწრებიან. ისინი ამის მიზეზად აღნიშნულ შეხვედრაში „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის მონაწილეობას ასახელებენ. შეხვედრაში მონაწილეობას ასევე არ მიიღებს „ ალიანსი საქართველოსთვის“. რაც შეეხება შეხვედრაში მონაწილე პარტიებს, გადაწყვეტილებას არ ცვლიან და „ლეიბორისტების“ შეკრებას შეუერთდებიან „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, „დაიცავი საქართველო“ და „ეროვნული საბჭო“ სრული შემადგენლობით
XS
SM
MD
LG