Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი დღეს ”ჰეზბ-ი-ისლამის” ლიდერებს შეხვდა


ავღანეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ვაჰიდ ომერმა დაადასტურა, რომ დღეს ქაბულში პრეზიდენტი კარზაი პირადად შეხვდა მეამბოხეთა დაჯგუფება ”ჰეზბ-ი-ისლამის” ხელმძღვანელთა დელეგაციას. ომერის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ამ დაგჯუფებასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ”ჰეზბ-ი-ისლამის” დელეგაციას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ყუთბუდინ ჰელალი ხელმძღვანელობდა. ჰელალი ახლა დაჯგუფების ლიდერის - გულბუდინ ჰეკმატიარის მოადგილეა.
XS
SM
MD
LG