Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი არ მოელის „გუგლის“ გამო ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუარესებას


ჩინეთის განცხადებით, ვაშინგტონთან მის ურთიერთობაზე გავლენას არ იქონიებს შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ საინტერნეტო ფირმა „გუგლის“ გადაწყვეტილება, რომელიც ჩინელ მომხმარებლებს ეხება, თუ „გუგლის“ საკითხი „პოლიტიზებული“ არ იქნება. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ძინ განმა. მისივე განცხადებით, მაისის მიწურულისთვის დაინიშნა სტატეგიულ და ეკონომიკის საკითხებზე მოლაპარაკება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონისა და ფინანსთა მინისტრ ტიმოთი გაიტნერის მონაწილეობით. ამერიკა-ჩინეთის მოლაპარაკებები წელს შეჩერდა რამდენიმე საკითხის გარშემო უთანხმოების გამო. ამ საკითხებს შორის არის ჩინეთში ინტერნეტით სარგებლობის თავისუფლება, ვაშინგტონში დალაი ლამას ვიზიტი და ტაივანისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვა. ჩინეთის საგარეო უწყების პრეს-მდივნის განცხადებით, "გუგლის" გარშემო უთანხმოება კომერციულ ურთიერთობასთან დაკავშირებული ცალკეული შემთხვევაა: „არა მგონია, "გუგლის" საკითხმა ზეგავლენა იქონიოს ჩინეთის იმიჯზე საერთაშორისო თანამეგობრობაში. თუ ვინმე არ მოისურვებს "გუგლის" საკითხის გამოყენებას რაიმეს დასაწერად, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს არ ავნებდა ჩინეთს. ეს ავნებდა "გუგლს“. "გუგლმა" ორშაბათს გამოაცხადა, რომ დაწყებული აქვს მომხმარებლების ჩინეთის მთავარი საიტიდან ჰონ კონგში განთავსებულ, გაუფილტრავ საიტთან დაკავშირება. ამით ბოლო მოეღო "გუგლის" თვითცენზურას ჩინურენოვან საიტებზე ინფორმაციის ძიებისას.
XS
SM
MD
LG