Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეფერხებულია თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები ნაბუკოს გაზსადენთან დაკავშირებით


შეფერხებულია თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები ნაბუკოს გაზსადენთან დაკავშირებით. ამის მიზეზი გახდა თურქეთის მცდელობა, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მოახდინოს. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტანერ ილდიზმა დღეს განაცხადა, რომ თურქეთის წარმომადგენლებს დაახლოებით ერთ თვეზე მეტია, არ ულაპარაკიათ თავიანთ აზერბაიჯანელ კოლეგებთან და რომ მთავარი პრობლემა პოლიტიკური ხასიათისაა. თურქეთმა გასული წლის ბოლოს ხელი მოაწერა სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს. აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების თაობაზე მოლაპარაკებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გაზსადენ ნაბუკოს პროექტისთვის, რომელიც რუსეთის გაზზე ევროპის დამოკიდებულების შესუსტებას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG