Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი გუნტერ ეტინგერი გაზსადენების პროექტების შესახებ


სააგენტო Dow Jones Newswires-ის ცნობით, ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა გუნტერ ეტინგერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა რომ ნაბუქოს გაზსადენი რჩება ევროგაერთიანების პრიორიტეტად, ბლოკმა შეიძლება მხარი ასევე დაუჭიროს რუსეთის სამხრეთი ნაკადის მილსადენს. "ევროკავშირის პრიორიტეტი გარკვეულია. ჩვენ გვსურს განვავითაროთ სამხრეთის დერეფანი. ევროკავშირს სურს პირდაპირ დაუკავშირდეს კასპიის და შუა აღმოსავლეთის რეგიონს,” განაცხადა ეტინგერმა ენერგოფორუმზე სოფიაში, ისაუბრა რა ნაბუქოს მილსადენზე, რომელიც მიზნად ისახავს კასპიის გაზის ევროპისათვის მოწოდებას, რითაც შემცირდება ევროპის დამოკიდებულება რუსული გაზზე, რომელიც უკრაინის გავლით მიეწოდება. კომისარმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის, დახმარება გაუწიოს მილსადენის პროექტებს, კერძოდ, “თეთრ ნაკადს”, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს დააკავშირებს, ITGI-ის (თურქეთი - საბერძნეთი - იტალიის დამაკავშირებელი მილსადენი), რომელიც აზერბაიჯანულ გაზს თურქეთისა და საბერძნეთის გავლით იტალიას მიაწოდებს და ტრანსადრიატიკის მილსადენს საბერძნეთიდან იტალიამდე. “ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით სამხრეთ ნაკადს”, ხაზი გაუსვა ეტინგერმა, “ევროგაერთიანებამ შეიძლება მხარი დაუჭიროს სამხრეთ ნაკადს იმ პირობით, თუ იგი თანხმობაში იქნება უსაფრთხოების ტექნიკურ მოთხოვნებთან”. "სამხრეთი ნაკადი გაზრდის იმპორტის მოცულობას ევროპაში და დაამკვიდრებს მოწოდების ქსელის ახალ ინფრასტრუქტურას”, განაცხადა ეტინგერმა.
XS
SM
MD
LG