Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანთან კომპრომისის შესაძლებლობაზე მიუთითებს


სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის განცხადებით, სომხეთის ჯარებმა შესაძლოა, აზერბაიჯანს დაუბრუნონ მისი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ომის შემდეგ აქვთ დაკავებული, მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების და თვითგამორკვევის სანაცვლოდ. მთიანი ყარაბაღის მკვიდრმა ეთნიკურმა სომხებმა, სომხეთის მხარდაჭერით, 1990-ანი წლების დასაწყისში განდევნეს აზერბაიჯანელები ამ რეგიონიდან და დაიპყრეს რეგიონის მიმდებარე 7 რაიონი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. კონფლიქტმა 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სარქისიანმა სირიის გაზეთ "ალ-ვატანთან" საუბარში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა მის ოფიციალურ ვებსაიტზე, განაცხადა, რომ „სომხეთის მხარემ შესაძლოა განიხილოს ყარაბაღის გარშემო რეგიონების დაბრუნების საკითხი“ ისე, რომ შეინარჩუნოს მთიან ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელი დერეფანი.
XS
SM
MD
LG