Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი და აშშ ”სტრატეგიულ” პარტნიორობაზე მოლაპარაკებებს იწყებენ


პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლები ვაშინგტონში აშშ სახელმწიფო მდივანთან ორდღიან მოლაპარაკებებს იწყებენ, როგორც ოფიციალური პირები უწოდებენ, ”სტრატეგიულ” პარტნიორობაზე ორ ქვეყანას შორის. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი შაჰ მეჰმუდ ყურეში და არმიის სარდალი აშფაყ კაიანი უხელმძღვანელებენ პაკისტანის დელეგაციას მოლაპარაკებებზე. შეხვედრებისას განიხილება პაკისტანის თხოვნა უპილოტო თვითმფრინავებითა და ვერტმფერენებით უზრუნველყოფაზე ისლამისტ მეამბოხეებთან საბრძოლველად ავღანეთის საზღვრის ახლოს. ამას გარდა იმსჯელებენ აშშ-სა და პაკისტანს შორის ვაჭრობისა და პაკისტანის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაზე.
XS
SM
MD
LG