Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს განცხადებით, რუსეთს მეტის გაკეთება შეუძლია ავღანეთში


ნატოს განცხადებით, რუსეთს შეუძლია ავღანეთში სამხედრო ძალისხმევაში წვლილის შეტანა ნარკოტიკებთან ბრძოლის მეტი სპეციალისტის გაწვრთნითა და ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის ვერტმრფენების მიწოდებით. ალიანსის პრეს-მდივან ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატოსთვის გასაგებია რუსეთის შეშფოთება იმით, რომ ავღანეთში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვანი ძალები და ქაბულის მთავრობა საკმარისად აქტიურად არ ახორციელებენ ავღანეთში ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას (ოპიუმის ყაყაჩოდან ჰეროინს ამზადებენ). ამ საკითხზე განცხადება აპატურაიმ დღეს ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. სხდომის მონაწილეებს შორის იყო რუსეთის ნარკოტიკების კონტროლის სააგენტოს უფროსი, ვიქტორ ივანოვი. მან ისაუბრა საფრთხეზე, რომელსაც რუსეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას უქმნის ავღანეთში ნარკოტიკების წარმოება.
XS
SM
MD
LG