Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის წარმომადგენლების განცხადებით, ხომალდის ჩაძირვაში ჩრდილოეთ კორეის როლი არ დასტურდება


სამხრეთ კორეის სამხედრო ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ამ ქვეყნის სამხედრო ხომალდი, რომელზეც 104 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ახლოს ჩაიძირა მის ქიმზე მომხდარი, ჯერ-ჯერობით აუხსნელი აფეთქების შემდეგ. სამხრეთ კორეის მთავრობამ საგანგებო შეხვედრა მოიწვია. მოგვიანებით სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აფეთქების მომენტში სამხედრო ხომალდის სიახლოვეს ჩრდილოეთ კორეის გემის ყოფნა არ დადასტურდა. როგორც იუწყებოდნენ, სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდმა ამოუცნობ ობიექტს ცეცხლი გაუხსნა - თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ობიექტი ფრინველების ჯგუფი იყო. სამხრეთ კორეის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, უკვე გადარჩენილია ეკიპაჟის 58 წევრი.
XS
SM
MD
LG