Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი მძღოლებისთვის ალკოჰოლის მოხმარებას ზღუდავს


კრემლი გამოდის ახალი კანონის ინიციატივით, რომელიც კრძალავს ავტომანქანის მართვას მძღოლის სისხლში ნებისმიერი რაოდენობის ალკოჰოლის არსებობის შემთხვევაში. კანონპროექტის ინიციატორია პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი. მან ის დღეს სახელმწიფო დუმას გადაუგზავნა. ამჟამად რუსეთში ნებადართულია მძღოლის სისხლში 0, 03 % ალკოჰოლის ქონა. რუსეთის მთავრობის ცნობით, გასულ წელს ორიათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ალკოჰოლთან დაკავშირებულ საგზაო შემთხვევებში.
XS
SM
MD
LG