Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუდრონიუს აჟუბალის: საქართველო, პრაქტიკულად, ორადაა გაყოფილი


საქართველო-ლიტვის ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე დღეს თბილისში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველო-ლიტვის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში შეიქმნება თანამშრომლობის მუდმივი საბჭო, რომელიც ნატოსთან, ევროკავშირთან და ასევე, ორმხრივი პარტნიორობის განვითარების მიზნით იმუშავებს. თავის მხრივ, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა და განაცხადა, რომ ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება. ლიტველმა დილომატმა აღნიშნა, რომ იმყოფებოდა ახალგორის რაიონში, სადაც თვალნათლივ დაინახა, რომ საქართველო, პრაქტიკულად, ორადაა გაყოფილი. ”ჩვენ ვნახეთ მესამე ქვეყნის დროშაც, რაც ბევრ შეკითხვას წარმოშობს” - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG