Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოთქვამს ბელორუსიაში ოპოზიციის წინასაარჩევნო დევნის გამო


ევროკავშირი „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოთქვამს ბელორუსიაში 25 აპრილის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში დემოკრატიზაციის მომხრე ძალების დევნა-შევიწროვების გამო. განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა ემხრობა, ევროკავშირის საგარეო-პოლიტკიური ლიდერი კეტრინ ეშტონი აცხადებს, რომ ბლოკის მზადყოფნა, განაგრძოს ბელორუსიასთან დაახლოება, „დამოკიდებული იქნება კონკრეტულ ნაბიჯებზე ბელორუსიაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით“. ბელორუსია ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრია - საქმე ეხება რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, მათ შორის საქართველოსთვის განკუთვნილ პროგრამას, რომელიც ვაჭრობის სფეროში ლიბერალიზაციას და მოგზაურობის გაადვილებას ითვალისწინებს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG