Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამიდ კარზაიმ უცხოელებს დასდო ბრალი გასული წლის არჩევნებში „ფართო მასშტაბის“ გაყალბებაში


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ უცხოელებს - მათ შორის გაეროსა და ევროკავშირს - დასდო ბრალი „ფართო მასშტაბის“ გაყალბებაში გასულ წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო და პროვინციების არჩევნებში. დღეს ქაბულში გამოსვლისას კარზაიმ თქვა, რომ ეჭვი არაა, არჩევნები გაყალბებული იყო. მაგრამ, მისი თქმით, ამისთვის პასუხისმგებელობა უცხოელებს უფრო ენიჭებათ, ვიდრე ავღანელებს. კარზაიმ კონკრეტულად ისაუბრა გაეროს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეზე, პიტერ გელბრაიტზე, რომელიც მოხსნეს დარღვევების თაობაზე მის ხელმძღვანელთან კამათის გამო; ასევე ევროკავშირის საარჩევნო მისიის ხელმძღვანელზე, ფილიპ მორიონზე. ადრე გელბრაიტს ნათქვამი აქვს, რომ კარზაისთვის მიცემული ხმების 30 პროცენტი გაყალბებულია. ევროკავშირის მისიამ კი საეჭვოდ მიიჩნია მილიონნახევარი საარჩევნო ბიულეტენი.
XS
SM
MD
LG