Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებში სამუშაო ადგილები იზრდება


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიესალმა ბოლო სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც ქვეყანაში სამუშაო ადგილების ზრდაზე მეტყველებს. მარტში შეერთებულ შტატებში 160 ათასი ახალი საუშაო ადგილი შეიქმნა - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო სამი წლსი განმავლობაში. ვაშინგტონში გამოსვლისას ობამა აღნიშნა, რომ შრომის ბაზარზე მომხდარი მოვლენები იძლევა იმედის საფუძველს, რომ კრიზისის პიკი უკან დარჩა და რომ ეკონომიკა სულ უფრო იკრებს ძალას. უმუშევრობის დონე შეერტებულ შტატებში 9.7 პროცენტს შეადგენს, თუმცა იგი შემცირებულია გასული წლის ოქტომბერის მონაცემებთან შედარებით, როდესაც უმუშევრობის მაჩვენებელი 10 პროცენტს აღემატებოდა.
XS
SM
MD
LG