Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ აფრიკაში ნაციონალისტების ყოფილი ლიდერი მოკლეს


სამხრეთ აფრიკაში კვირას აფრიკის წინააღმდეგობის მემარჯვენე რადიკალური მოძრაობის ყოფილი ლიდერი მოკლეს. 70 წლის ეჟენ ტერბლანშს თავს საკუთარ ფერმაში დაესხნენ. ვარაუდობენ, რომ მკვლელობას წინ უძღოდა ორ მუშას შორის, ხელფასის შეფერხების გამო წარმოქმნილი ჩხუბი. ორივე ეჭვმიტანილი დაკავებულია. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ მემერაჯვენე რადიკალური მოძარობის მკველლეობის გამო მწუხარება გამოთქვა და თანამემამულეებს სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდა. ხელისუფლება შიშობს, რომ გამოჩენილი თეთრკანიანი ლიდერის მკვლელობამ შეიძლება გამოიწვიოს შეტაკებები რასობრივ ნიადაგზე.
XS
SM
MD
LG