Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში პაციფისტებმა ”სააღდგომო მსვლელობა” მოაწყვეს


შაბათ-კვირას გერმანიაში ათასობით პაციფისტმა მოაწყო ტრადიციული “სააღდგომო მსვლელობა”, რომელიც წელს გერმანიის ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობას მიეძღვნა. საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორთა განცხადებით, გუშინ ბერლინში გამართულ აქციაში ორი ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ყოფილი საბჭოთა ჯარის განლაგების ადგილას შეიკრიბნენ. აქცია ჩატარდა გუშინ კიოლნშიც. შაბათს კი მიუნხენსა და შტუტგარტში მოეწყო მსგავსი აქციები. დემონსტრაცია გაიმართა მას შემდეგ, რაც პარასკევს თალიბებმა სამი გერმანელი ჯარისკაცი მოკლეს, რის შემდეგაც გერმანელმა სამხედროებმა შეცდომით ექვსი ავღანელი სამხედრო მოკლეს.
XS
SM
MD
LG