Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ციხეში დაბრუნდა


ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ციხეში დაბრუნდა ერთწლიანი სასჯელის მოსახდელად. ჰოსეინ მარაში ირანული ახალი წლის აღსანიშნავად ორი კვირის წინ დროებით გამოუშვეს ციხიდან. მარაში იმ ასეულობით აქტივისტთა შორის, იყო, ვინც ივნისში აჰმადინეჟადის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. ჰოსეინ მარაში იარნის ვიცე-პრეზიდენტი იყო 1997-2005 წლებში.
XS
SM
MD
LG