Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ავღანეთში მშვიდობიანი მოქალაქეების შეცდომით დახოცვას აღიარებს


ავღანეთში ნატოს ეგიდით მოქმედმა ძალებმა გუშინ აღიარეს, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში თებერვალში მათ ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მათ შორის - სამი ქალი. ალიანსის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ სიკვდილზე პასუხისმგებელი საერთაშორისო ძალები არიან. ნატოს ინფორმაციით, 12 თებერვალს მისი სამხედროები შევიდნენ სახლში, რომელიც პაკტიის პროვინციის გარდეზის რაიონში მდებარეობდა, რადგან ეგონათ, რომ იქ მეამბოხეები იმყოფებოდნენ. მოკლეს ორი მამაკაცი, რადგან მათ იარაღი ეჭირათ. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი არ იყვნენ მეამბოხეები. ნატოს მიერ ადრე გავრცელდა ცნობა, რომ სახლში დახოცილი გაკოჭილი, პირაკრული ქალები იპოვნეს, თუმცა, მოგვიანებით ნატოს ძალებმა აღიარეს, რომ ეს არ იყო სიმართლე.
XS
SM
MD
LG