Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი იმედგაცრუებულია ჰამიდ კარზაის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური შენიშვნებით


დღეს თეთრმა სახლმა იმედგაცრუება გამოხატა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ შენიშვნებთან დაკავშირებით. თეთრი სახლის წარმომადგენლის, რობერტ გიბსის თქმით, „შენიშვნები ჭეშმარიტად პრობლემურია.“ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გასულ კვირაში ქაბულში ესტუმრა კარზაის. ეს ობამას პირველი ვიზიტი იყო ავღანეთში მას მერე, რაც მან 15 თვის წინათ დაიკავა შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობა. ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ კარზაიმ უცხოელებს ბრალი დასდო არჩევნების გაყალბებაში, ოფიციალური პირების მოსყიდვასა და მისი მთავრობის დასუსტების მცდელობაში. ამის საპასუხოდ ვაშინგტონმა კარზაის განმარტება სთხოვა. კვირას კარზაი კვლავ დაუპირისპირდა თავის დასავლელ მოკავშირეებს და ტომთა უხუცესებს უთხრა, რომ ავღანელებმა უნდა დაინახონ, რომ მათი ლიდერები მარიონეტები არ არიან და რომ მთავრობის წევრებმა „უცხოელებს“ არ უნდა მისცენ მათ საქმეებში ჩარევის უფლება.
XS
SM
MD
LG