Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში შეხვედრებს მართავს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია


საქართველო - ნატოს-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს პირველი სხდომა
საქართველო - ნატოს-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს პირველი სხდომა
თბილისში იმყოფება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, რომლის წევრებმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან ერთად, დღეს საბჭოს პირველი სხდომა გამართეს. შეხვედრისას დემოკრატიული რეფორმების და სასამართლო და თავდაცვის სისტემებში მიმდინარე პროცესები განიხილებოდა. დღესვე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს შეხვდა. მან ჟურნალისტებს აცნობა, რომ საუბარი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პერსპექტივაზე. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა დღეს ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელებისგან, საღამოს კი - სახელწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილს შეხვდებიან
XS
SM
MD
LG