Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოს ეწვევა ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში სტეფან ფულე


დღეს საქართველოს ეწვევა ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში სტეფან ფულე. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, სამხრეთ კავკასიაში თავისი პირველი ვიზიტის ფარგლებში სტეფან ფულე 7–8 აპრილს ესტუმრება საქართველოს. ევროკომისარი ისაუბრებს საქართველოსთან უფრო მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებზე და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განმხორციელებაზე. ვიცე-პრემიერთან და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ბარამიძესთან ერთად ევროკომისარი ფულე ხელს მოაწერს ურთიერთგაგების მემორანდუმს 2011–2013 წლებში საქართველოსთვის 180.29 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ. ევროკომისარს შესაძლებლობა ექნება ეწვიოს იძულებით ადგილნაცვალ პირთა დასახლებებს და გაეცნოს მათ საცხოვრებელ პირობებს. ევროკომისარი ფულე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ თბილისში "ევროპის სახლის" გახსნაზე.
XS
SM
MD
LG